
გამომწვევი სოკო – Colletotrichum acutatum J.H.
დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:
- ტემპერატურა: 20-25°C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 90%-ზე მეტი.
დაავადების სიმპტომები. ანთრაქნოზის სიმპტომები ჩნდება ლურჯი მოცვის ფოთლებზე, ნაყოფებზე და ყლორტებზე.
დაავადებულ ფოთლებზე ფორმირდება მოწითალო-ყავისფერი ლაქები. ამავე დროს, ნაყოფებზე ჩნდება ჩაზნექილი უბნები და მათ ზედაპირზე კი შეინიშნება ნარინჯისფერი ფიფქი. ანალოგიური სახის ჩაზნექილი უბნები წარმოიქმნება დაავადებული მცენარის ყლორტებზეც.
სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული.
ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:
- ნაკვეთების სისტემატური გასუფთავება მცენარეული ნარჩენებისაგან.
ქიმიური კონტროლი. დაავადების წინააღმდეგ ადრე გაზაფხულზე გამოიყენება 3%-იანი ბორდოული სითხე, ხოლო ვეგეტაციის პერიოდში – სპილენძის შემცველი ფუნგიციდები. ასევე დაავადების წინააღმდეგ წამლობებისას ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენება პროპინების, მანკოცების, ტრიფლოქსისტრობინის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.
-
მარწყვის წამლობების ტაბულა 17.09.2019 1340 ნახვა
-
საზამთრო – თესლის შერჩევა, თესვა, მოვლა-მოყვანა 18.01.2019 5801 ნახვა
-
სტაფილოს წარმოების აგრო-ტექნოლოგიური რუქა 16.09.2019 1454 ნახვა