ჯილეხი – ციმბირის წყლული: სიმპტომები და პროფილაქტიკა
15 / 11 / 2018

ჯილეხი ცხოველისა და ადამიანის (ზოონოზური) განსაკუთრებით საშიში მწვავე ბაქტერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჯილეხის ბაცილა. ახასიათდება სეპტიცემია, მძიმე ინტოქსიკაცია, კარბუნკულების წარმოქმნა.

ეტიოლოგია. გამომწვევია – Bacillus antracis – გრამდადებითი, აერობული, სპორაწარმომქნელი ბაცილაა. ორგანიზმის გარეთ ის წარმოქმნის სპორას. ხასიათდება არაჩვეულებრივი მდგრადობით, დუღილს უძლებენ 45-60 წუთის განმავლობაში, მინუს 10 გრადუსზე – 24 დღე, გაყინულ ხორცში -150C –  15 დღე. ხორცის დამარილება და გაშრობა ჯილეხის სპორებს ვერ ანადგურებს. მიწაში ბაცილამ შეიძლება იცოცხლო ს საუკუნეები. მადეზინფიცირებელი საშუალებებიდან ყველაზე ეფექტურია ქლორშემცვლელი პრეპარატები.

ეპიზოოტოლოგიური მონაცემები. ჯილეხით ძირითადად ავადდებიან გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები (ძროხა, ხარი, ცხენი, აქლემი, თხა, ცხვარი, ჯიხვი და სხვა), ღორი და ზოგიერთი სახეობის ფრინველი. ადამიანს ჯილეხი დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა. ადამიანიდან ადამიანზე  ჯილეხიროგორც წესი,  არ გადადისმთავარი ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა ენიჭებათ მსხვილ და წვრილ რქოსან პირუტყვს. ინფექციის წყაროა – ავადმყოფი ცხოველი, რომელიც გარემოში გამოყოფს ბაქტერიებს; ყველაზე მნიშვნელოვანი  არის ჯილეხით მკვდარი ცხოველის ლეში. ლეშის გაკვეთა დაუშვებელია. საშიშია ავადმყოფი ცხოველის იძულებით დაკვლა. დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით სისხლსმწოველ მწერებს, ხორცისმჭამელ ცხოველებს და მტაცებელ ფრინველებს. ჯილეხი უპირატესად სეზონურ ხასიათს ატარებს და უკავშირდება საძოვრულ პერიოდს.დასნებოვნებას ხელს უწყობს პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება. დაინფიცირების წყარო – ინფიცირებული საძოვრები და წყალი, სისხლი, ლორწო, ტყავი, მატყლი, ხორცი და სხვა. ცხოველის დასნებოვნების ძირითადი გზა არის ალიმენტური.

დაავადების სიმპტომები. ინკუბაციური პერიოდი 1-3 დღემდეა. კლინიკური სურათის მიხედვით ჯილეხის ორი ფორმა არსებობს: სეპტიკური და კარბუნკულური. პირობითად არჩევენ: კანის, ნაწლავების, ფილტვების და ანგინის ფორმებს. ჯილეხი ჩვეულებრივად მიმდინარეობს ზემწვავედ (ელვისებურად) და მწვავედ, იშვიაად – ქვემწვავედ. ზემწვავე მიმდინარეობა უმთავრესად შეიმჩნევა თხაში და ცხვარში. მწვავე მიმდინარეობას ახასიათებს: მაღალი ტემპერატურა,  გახშირებული სუნთქვა და პულსის, სისუსტე, ინტოქსიკაცია, უმადობა, კუნთების კანკალი, ლორწოვანი გარსები ციანოზი, წერტილოვანი სისხლჩაქცევებით,პროდუქტიულობის დაკლება. ცხენებში დამახასიათებელია სისხლიანი შარდი. ცხოველი 2-3 დღეში კვდება. მას პირიდან და ცხვირიდან ქაფი და სისხლნარევი სითხე გამოსდის. ჯილეხის ბუნებრივად მოხდის შემთხვევაში ცხოველს უკალიბდება მგრადი ხანგრძლივი იმუნიტეტი.

დიაგნოზი. ადგენენ კლინიკურ-ეპიზოოტოლოგიური მონაცემების და ლეშის დათვალიერების შსაფუძველზე. ადასტურებენ ლაბორატორიული გამოკვლევებით.

დიფერენცირებული დიაგნოზი. მსხვილ რქოსან პირუტყვში დიფერენცირებული დიაგნოზი უნდა გავავლოთ ემკართან, ავთვისებიან შეშუპებასთან, პასტერელოზთან და პიროპლაზმიდოზებთან; ცხვარში – ბრადზოტი, ინფექციური ენტეროტოქსემია, პასტერელოზი, ემკარი, ავთვისებიანი შეშუპება, მოწამვლა, პიროპლაზმოზი; ღორში – ჭირი, წითელი ქარი, ჰემორაგიული სეპტიცემია, მოწამვლა; ცხენში – ავთვისებიან შეშუპება და პეტექიური ცხელება.

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები. იყენებენ ჯილეხის ვაქცინას ეტიკეტზე მითითებული ინსტრუქციით:  მსხვილი რქოსანი პირუტყვი – წელიწადში 2 – ჯერ. მოზარდი იცრება 3 თვის ასაკში პირველად, რევაქცინაცია უტარდება 6 თვის შემდეგ; წვრილი რქოსანი პირუტყვი, ცხენი, აქლემი – წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე. ვაქცინაცია ტარდება სახელმწიფოს მიერ, თუმცა პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ატარებს მეპატრონე ვეტერინარის დახმარებით. ვაქცინაცია იცავს პირუტყვს 100%-ით.

ჯილეხის აფეთქების შემთხვევაში დაუკოვნებლივ აწესებენ კარანტინს. ლეში უნდა დაიწვას სპეციალურ ღრმა ორმოში. ხორცისა და სხვა პროდუქტების გამოყენება აკრძალულია.

ანა ბოკუჩავა

ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

მსგავსი სიახლეები