ხაფანგი ფაროსანას წინააღმდეგ
15 / 11 / 2018

როგორც ცნობილია, საქართველოში გავრცელდა სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სახიფათო მავნებელი – აზიური ფაროსანა. კულტურათა დაზიანების გარდა, მავნებელი აღწევს ადამიანთა საცხოვრებელ სახლებში.

აღსანიშნავია, რომ  ადამიანების ჯანმრთელობისათვის მავნებელი არ წარმოადგენს განსაკუთრებულ საშიშროებას, გარდა იმისა, რომ ქმნის დისკომფორტს და აბინძურებს გარემოს. განსაკუთრებით არასასიამოვნოა მავნებლისათვის დამახასიათებელი დამაფრთხობელი თვისება – სპეციფიკური, უსიამოვნო, დამწვარი რეზინის მსგავსი სუნის გამოყოფა – ეს თვისება იცავს მავნებელს სხვა მწერების შემოტევისაგან.
იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული საცხოვრებელ სახლებში  მავნებელთა გამოჩენა, საჭიროა მავნებლის შეღწევის პოტენციური ადგილების (კედლებსა და ფანჯრებზე არსებული ნაპრალები, მცირე ზომის ღიობები და სხვ.) დახშობა. შენობაში შემოსული მავნებლების მოცილების ეფექტური მეთოდია ე.წ. “ფოლგის” გადაკვრა ჭურჭელზე, ან კონტეინერზე, შემდეგ ამ სახით შეფუთულ ჭურჭელს ავსებენ საპნიანი წყლით და ათასებენ ბნელ ოთახში, ანთებული ელექტრო-ლამფის ქვეშ. მავნებლებს იზიდავს შუქი, მათი დიდი რაოდენობა გროვდება ჭურჭლის კედლებზე და ვარდება წყალში, საიდანაც ვეღარ ამოდის.
ასეთივე ხაფანგის გამოყენება შესაძლებელია ასევე ეზოებსა და ბაღებში.

მსგავსი სიახლეები