ბიომეურნეობა - ნიორი სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ
21 / 12 / 2018

ნიორის ნაყენი გამოიყენება როგორც თესლის დასამუშავებლად, ისე სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ მცენარის შესასხურებლად.
ორი თავი ნიორი უნდა დაინაყოს და დაესხას 4 ჭიქა წყალი, შემდეგ მოხდეს მისი დაყოვნება 24 საათით. გამოყენების წინ ხდება 1 წილი ნაყენის 9 წილ წყალში გაზავება, ხსნარს უნდა დაემატოს რამდენიმე საპნის წვეთი (თხევადი საპონი) და მოხდეს გაფილტვრა. გამოყენებამდე საჭიროა ხსნარის შენჯღრევა. შესხურება სასურველია ადრე დილით.

მსგავსი სიახლეები