ლოტოსი - დარგვის და მოვლის წესები
21 / 12 / 2018

ლოტოსი (Nelumbo) – ბალახოვანი, მრავალწლიანი წყლისა და ხმელეთის ყვავილია, სქელი ძირით, რომელშიც იმარაგებს მკვებავ ნივთიერებებს. მისი ყვავილი იცვლის მდგომარეობას მზესთან ერთად. ინდოეთსა და ჩინეთში ლოტოსი ითვლება წმინდა მცენარედ. ცნობილია ლოტოსის ორი სახეობა, ლოტოსი რომელიც იზრდება ზომიერ სარტყელში და ლოტოსი, რომელიც ხარობს ტროპიკულ სარტყელში.
ინდური ლოტოსი ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ აზიაში (ინდოეთი, ჩინეთი, მალაიზია, ფილიპინებზე), ჩრდილო-დასავლეთ ავსტრალიაში, ასევე ამურის აუზში, კავკასიის მიდაოებში.
ყვითელი ლოტოსი (N. lutea) გვხვდება ჩრდილიო და სამხრეთ ამერიკაში.
ლოტოსის წყლის ზედაპირზე მყოფი ფოთლები მსხვილია (50-70 სმ დიამეტრის). ისინი არ სველდება წყალში, რადგან დაფარულია ცვილისებრი ნივთიერებით. მისი ჰაეროვანი ყვავილიც მსხვილია (30 სმ-მდე დიამეტრის) მრავალრიცხოვანი ფურცლებით. ლოტოსის ნაყოფი კონუსის ფორმისაა და სავსეა თესლით (ნაყოფში ვითარდება 40- მდე თესლი). ის   მრავლდება თესლით ან ფესვით და ყვავილობას იწყებს 5-6 წელიწადში.
ლოტოსის ყველა ნაწილი შეიცავს ვიტამინ C-ს და კაუჩუკს. მისი ფოთლის ღეროები და ღივები შეიცავს მომწამლველ ნივთიერებას ნელუმბინს. ლოტოსის თესლები და ფესვები გამოიყენება საკვებად როგორც ადამიანებისთვის, ასევე შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის.
ლოტოსის ფესვი მოგვაგონებს ბანანს, ხოლო თესლი-პატარა ყუთს შიგნით მარცვლებით.
ფესვით გამრავლების დადებითი მხარეებია:
შედეგს ვიღებთ სწრაფად. დარგვიდან უკვე მეორე წელს  კარგი მოვლის პირობებში, ის მოგვცემს რამდენიმე ყვავილს. მაგრამ ამისთვის საჭიროა დავრგათ უკვე მომწიფებული, შვიდ წლიანი ლოტოსი. 3-4 წლის ლოტოსი ხარობს უფრო კარგად, მაგრამ ყვავის გვიან.
ლოტოსის ფესვით გამრავლების უარყოფითი მხარეებია:
მოითხოვს ბევრ შრომას: 10ცალი გადარგვისათვის ვარგისი ფესვის მოსაძებნად, ლოტოსით სავსე საკმაოდ დიდი ტერიტორიის გადათხრაა საჭირო. ამის გაკეთება უკეთესია გამოცდილ სპეციალისტთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეიძლება დააზიანოთ ყვავილი.
თესლით ლოტოსის გამრავლების თავისებურებები: თესლი თავდაპირველად უნდა ჩავდოთ წყლით სავსე 1 ლიტრიან ბოთლში. ყლორტი შეიძლება გაჩნდეს უკვე მესამე დღეს და ყოველდღიურად მოიმატოს 5 სანტიმეტრი. მათი გადარგვა ბევრად ადვილია ვიდრე უკვე ზრდასრულის. უბრალოთ ჩავაგდოთ ტბაში. თუმცა ხარობენ უფრო რთულად. უკეთესი შედეგისთვის ჯობია გამოვიყენოთ ერთდროულად, როგორც თესლით ასევე ფესვით გამრავლების მეთოდი.
არსებობს ამ ყვავილის მოყვანის რვა საფეხური:

  • პირველი: აუზის გათხრა. აუზის მინიმალური ფართობი უნდა იყოს 3х3 მეტრი. უფრო პატარა აუზში ლოტოსის ყვავილების დავარდნილი ფურცლები და ფოთლები მალე შეავსებენ მის ფსკერს, რის გამოც წყლის რაოდენობა თანდათან დაიკლებს და ზამთარში მცენარე გაიყინება. მინიმალური სიღრმე- 70 სმ. ოპტიმალური სიღრმე- 1 მ. უკეთესია თუ აუზს მოაწყობთ კარგი ჩრდილის მქონე ხის ქვეშ. მისი ტოტები ზამთარში დაიცავენ მცენარეს გაყინვისგან. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში აუზის ხშირი გაწმენდა მოგვიწევს ჩამოვარდნილი ფოთლებისგან.
  • მეორე: აუზის ფსკერი დავფაროთ ღორღით, ასე წყალი იქნება უფრო სუფთა.
  • მესამე: მოვაგროვოთ დასათესი მასალა. ლოტოსის თესლი და ფესვები უნდა მოგროვდეს აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე.
  • მეოთხე: ნიჩბის გამოყენება დაუშვებელია - ფესვების მოგროვებისას, უნდა ვიმუშაოთ ხელებით.
  • მეხუთე: ფესვს რგავენ ასევე ხელით. ნიადაგში გააკეთეთ გრძელი, ჩაღრმავებული ორმო და ფრთხილად ჩადეთ იქ ფესვი. ხოლო თესლი უბრალოდ უნდა ჩააგდოთ წყალში.
  • მეექვსე: აუზში შეიყვანეთ ბაყაყები. ისინი არამარტო გაამხიარულებენ გარემოს, არამედ გაასუფთავებენ აუზს.
  • მეშვიდე: გაწმინდეთ აუზი რეგულარულად.
  • მერვე: სიცხის დროს შეავსეთ ამომშრალი აუზი წყლით.
მსგავსი სიახლეები