სუფრის ჭარხალი – აგრობიოლოგიური დახასიათება
20 / 12 / 2018

ჭარხალი (Beta vulgaris) ორწლიანი მცენარეა. ორსქესიანი. პირველ წელს ინვითარებს ფოთლებს და ძირხვენას, მეორე წელს საყვავილე ღეროს და იძლევა თესლს. იგი გრძელი დღის ჯვარედინმტვერია მცენარეა. მიუხედავად იმისა რომ იგი კარგად იტანს სიცივეს, სტაფილოსთან შედარებით უფრო მეტად მომთხოვნია სითბოსადმი.
ჭარხლის ძირების ფორმა სხვადასხვაა: ოვალური – მომრგვალო, ბრტყელი, თითისტარისებრი, გაგრძელებული – ყუნწისებრი, ძირხვენა ხასიათდება სხვადასხვა ინტენსიურობის წითელი შეფერვით. ძირხვენის სიდიდე სხვადასხვაა, ამასთან, რაც მეტია ძირხვენის სიმსხო, მით უფრო დაბალია მისი ხარისხი. მეორე წელს დარგული ძირხვენა ივითარებს საყვავილე ღეროებს და იძლევა თესლს. ძირხვენების საშუალო მოსავლიანობაა 300-500 ც ჰექტარზე. აღნიშნული კულტურა კარგად ეგუება ნიადაგის ტუტე რეაქციას. ცუდად იზრდება მჟავე ნიადაგებზე. ჭარხალი მომთხოვნია ნიადაგის ტენიანობის მიმართ, განსაკუთრებით აღმოცენებისა და ძირხვენის ფორმირების პერიოდში (ივნისი-აგვისტო). ამ პერიოდში ტენის ნაკლებობა იწვევს ძირხვენების გამოშრობა-გახევებას, ხოლო ჭარბი ტენი აფერხებს კულტურის ზრდას და იწვევს მოსავლის რაოდენობრივ კლებას. კულტურათა მონაცვლეობისას ჭარხლის საუკეთესო წინამორბედებია: კიტრი, საადრეო კარტოფილი და კომბოსტო. ჭარხალი სიცივის ამტანი მცენარეა, მაგრამ სითბოს მომთხოვნელობითაც გამოირჩევა, თესლის აღმოცენება იწყება 10-12°C-დან.აღმოცენებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 250C. ახალგაზრდა აღმონაცენი ზიანდება 3-4°C წაყინვებისას. მოზრდილი მცენარის ფოთლები მცირე პერიოდის განმავლობაში უძლებენ 5-6°C წაყინვებს, ამოთხრილი ძირხვენა ზიანდება -2°C - ზე. სუფრის ჭარხლის ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 15-25°C -ით.ნაკვეთზე, სადაც უნდა იწარმოებოდეს ჭარხალი, ნიადაგის არეს რეაქცია (pH) უნდა იყოს 5,6 – დან 6,6-ის ფარგლებში.
 

მსგავსი სიახლეები