ბიომეურნეობა - ჭინჭრისგან სასუქის დამზადების წესი
20 / 12 / 2018

ჭინჭრის ნაყენს გააჩნია გამაჯანსაღებელი და ზრდის მასტიმულირებელი თვისება და დადებით გავლენას ახდენს ნიადაგის ნაყოფიერებაზე.
ჭინჭრის ნაყენი მზადდება გაზაფხულზე ან ზაფხულში (თესლის გამოღებამდე) მოთიბული ნედლი ჭინჭრისგან. მწვანე მასა უმჯობესია მოთავსდეს ხის, პლასტმასის ან ემალირებულ ჭურჭელში. 1 კგ ნედლ დაქუცმაცებულ (შესაძლებელია მისი ხელთათმნიანი ხელით მოსრესაც) ჭინჭარზე ისხმევა 10 ლიტრ წყალი (სასურველია წვიმის წყალი, მზეზე შემთბარი). შემდეგ ხდება ჭურჭელის მზეზე მოთავსება, მზეზე მოთავსებული ჭურჭელი უნდა იყოს ბადით თავდახურული, რათა მასში ფრინველი ან მცირე ცხოველები არ ჩავარდნენ. ამ პერიოდში საჭიროა ყოველდღიურად კარგად მორევა. დუღილის პროცესი 10-15 დღეში დასრულდება. ამის შემდეგ ხდება ნაყენის გაფილტვრა, 1 ლიტრის გაზავება 10 ლიტრ წყალში და მიღებული ხსნარით ბოსტნეულის ან სხვა კულტურების მორწყვა (გარდა ნივრის, ხახვის, ლობიოს და ბარდისა, ამ მცენარეების ჭინჭრის ნაყენით მორწყვა არ არის რეკომენდებული). აუცილებელია რომ ნაყენის გაზავება მოხდეს უშუალოდ მოხმარების წინ, არ შეიძლება გაზავებული ნაყენის შენახვა.

მსგავსი სიახლეები