ბოსტნეულის თესლის ხარისხის განსაზღვრის წესები
18 / 12 / 2018

ხშირია შემთხვევები, როდესაც შეძენილი სათესლე მასალა უხარისხოა – აქვს ცუდი აღმოცენების უნარი და ამის აღმოჩენა ხდება მხოლოდ მისი ფართობში დათესვის შემდეგ. ანუ როდესაც გაწეულია მნიშვნელოვანი დანახარჯები თესვაზე და გარდა ამისა, დაგვიანებულია ახალი სათესლე მასალის ყიდვა და დათესვა.

არსებობს მეთოდები, რომელთა გამოყენებით დათესვამდეა შესაძლებელი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების სათესლე მასალის ხარისხის განსაზღვრა სახლის პირობებში, განსაკუთრებული სპეციფიკური ან ლაბორატორიული აღჭურვილობის გარეშე.

თესლის ხარისხის მაჩვენებლები. ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ხარისხიან თესლს უნდა ჰქონდეს დაუზიანებელი და ჯანსაღი კანი, მარაგ-ნივთიერებათა საკმაო რაოდენობა და საღი, აღმოცენების უნარის მქონე ჩანასახი.

ხარისხის მიხედვით ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების თესლები იყოფა კლასებად. ხოლო ხარისხის განმსაზღვრელი უმთავრესი პარამეტრები კი არის:

  • თესლის სიწმინდე-სიწმინდის პროცენტი.
  • აღმოცენების უნარი.
  • სამეურნეო ვარგისიანობა.
  • აბსოლუტური წონა.

თესლის სიწმინდის პროცენტის განსაზღვრის მაგალითი

თესლის აღმოცენების უნარის გასარკვევად საჭიროა ჩატარდეს მისი გაღივება. ამ გზით აღმოცენების უნარი შეგვიძლია განვსაზღვროთ თითოეული კულტურისათვის დადგენილ დროს გაღივებული თესლების რაოდენობის მიხედვით. აღმოცენების უნარი ითვლება პროცენტობით, თესლების იმ საერთო როცხვიდნ, რომელიც აღებული იყო გაღივებაზე შემოწმებისათვის.

თესლის აღმოცენების უნარის განსაზღვრის მაგალითი

თესლის სიწმინდისა და გაღივების უნარის გამოკვლევის შემდეგ, უკვე ადვილად შეგვიძლია დავადგინოთ თესლის სამეურნეო ვარგისიანობა. ამისათვის თესლის სიწმინდისა და გაღივების უნარის ციფრობრივი მაჩვენებლები უნდა გავამრავლოთ ერთმანეთზე და  ნამრავლი გავყოთ 100-ზე.

 თესლის სამეურნეო ვარგისიანობის განსაზღვრა – მაგალითი

მსგავსი სიახლეები