ალოე – სამკურნალო თვისებები, სახეობები, მოვლის წესები
15 / 11 / 2018

ბოტანიკური აღწერილობა. ალოე მიეკუთვნება შროშანისებრთა ოჯახის მცენარეებს. ალოეს მსხვილი ფოთლები ეხმარება მას ტენიანობის შენარჩუნებაში. მისი სამშობლოა აფრიკა. ჩვეულებრივ ეს მცენარე მოყავთ სამკურნალო მიზნებისთვის, მაგრამ ძალიან საინტერესოა ასევე როგორც დეკორატიული მცენარე.
აფრიკაში მისი სიმაღლე აღწევს 10 მეტრამდე და რეგულარულად ყვავის. ყავილები მოწითალო- მონარჯისფროა და ვითარდებიან გრძელ ყუნწზე. ისინი ყვავიან რამდენიმე ყვავილი ერთად და ქმნიან თაიგულს. სახლის პირობებში ალოე ყვავის იშვიათად. მან უნდა მიაღწიოს 10 წლიან ასაკს, რომ შეძლოს აყვავება და ზამთარში უნდა შევუქმნათ განსაკუთრებული პირობები, ტემპერატურა არ უნდა იყოს 14 გრადუსზე მაღალი და პრაქტიკულად არ უნდა მოვრწყათ. თუმცა უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ალოეს ყვავილის სურნელი იწვევს თავის ტკივილს.

არსებობს ალოეს სხვადასხვა სახეობა, რომელთაგან ყველაზე მეტად გავრცელებულია:

  • Aloe aristata– კომპაქტური მცენარეა წვრილი ფოთლებით, 10 სმ სიმაღლის, მონაცისფრო- მომწვანო შეფერილობის, ფოთლების გვერდებზე ეზრდება თეთრი ხიწვები.
  • Aloe variegata – გამოირჩევა თავისი მუქი მწვანე ფოთლების სწორკუთხა სამკუთხედის ფორმით. ფოთლებს მთელ სიგრძეზე გასდევთ თეთრი ზოლი, ფოთლების სიგრძე 15 სმ.
  • Aloe vera – ნამდვილი ალოე, როგორც უწოდებენ ხშირად. ეს ბალახოვანი, მრავალწლიანი მცენარეა, წვრილი მწვანე ფოთლებით. სწორედ ამ მცენარის კულტივირება მოახდინეს თავდაპირველად და იყენებდნენ სამკურნალოდ. გავრცელდა ქვეყნებში ინდოეთში, ჩინეთში, ხმელთაშუა ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებში.

ალოეს განვითარებისთვის სჭირდება ბუნებრივ გარემოსთან მიახლოებული პირობები- უდაბნოს და ნახევარუდაბნოს პირობები. ალოეს უყვარს ნათელი ადგილები, დღის და ღამის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება. იტანს ტემპერეტურის დაცემას -5°-მდე.

ნორმალური განვითარებისთვის სჭირდება მზის პირდაპირი სხივები რამდენიმე საათი დღეში, მაგრამ ძლიერ სიცხეს ჯობია მოვარიდოთ. უყვარს სუფთა ჰაერი.

გაზაფხულზე და ზაფხულში მორწყვა აუცილებელია იმის მიხედვით, მიწა რამდენად სწრაფად შრება, ხოლო ზამთარში თითქმის წყვეტენ მისთვის წყალი მიწოდებას. საკმარისია მისი მორწყვა თვეში ერთხელ. ზამთარში სასურველია შევინახოთ +10-12 გრადუს ტემპერეტურაზე.

ნიადაგი-სუბსტრატი. მიწა, რომელშიც დარგულია ალოე, საჭიროა შეიცავდეს გარკვეული რაოდენობით ქვიშას, რომ მან არ დააკავოს წყალი დიდ ხნით. ალოესთვის მიწის საუკეთესო ნარევია: 1 წილი ფოთლოვანი მიწა და 2 წილი ერთმანეთში გადარეული ტორფი, მდინარის ქვიშა, აგურის ნარჩენები და ნახშირი.

ნიადაგის განოყიერება. პერიოდულად ალოეს რწყავენ ამონიუმის გვარჯილის ხსნარით ( 1 გრ. 1 ლ წყალში).

გამრავლება. ალოე ადვილად მრავლდება. მისი გამრავლება ხდება ღეროების და ამონაყრების დაფესვიანებით. ეს პროცესი ანუ დაფესვიანება შესაძლებელია წყალში ან პირდაპირ ახალ ქოთნებში გადარგვით.

ალოეს სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები. სამკურნალოდ გამოიყენება ალოეს ფოთლები და წვენი, ასევე ალოეს ექსტრაქტი – ალოეს გამხმარი წვენი, რომელსაც საბურს უწოდებენ. მასზე წერდნენ ძველი მკურნალები სამედიცინო ტრაქტატებში. მას გამოიყენებდნენ ბევრი დაავადების სამკურნალოდ და ღირდა ძალიან ძვირი.

თანამედროვე მედიცინაშიც ალოეს წვენი ფართოდ გამოიყენება. მისი წვენიდან იღებენ ბიოგენურ სტიმულატორებს, რომლებიც გამომუშავდება ცოცხალ კანში (მათ შორის მცენარეებში) შიდა და გარე სივრცეზე არასასიამოვნო ფაქტორების ზემოქმედებით.

დღესდღეობით ბიოგენურ სტიმულატორებს იღებენ სამეწარმეო პირობებში. ამისთვის მოჭრილ ალოეს ფოთლებს დებენ სიბნელეში, 00-თან მიახლოებული ტემპერატური პირობებში, 3 კვირის განმავლობაში. იღებენ წვენს, რომელსაც შემდეგ თერმულად ამუშავებენ, აფასოებენ ამპულებად. ისინი გამოიყენება ინექციისთვის, გარე და შიდა მოხმარებისთვის.
ალოეს სამკურნალო თვისებებს იყენებენ მრავალი დაავადებებისას: პირის ღრუს, ყელის, სასუნთქი გზების, თვალის, კანის დაავადებებისას, დამწვრობის, ჭრილობების დროს.

ალოეს წვენი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ის აქტიურია ბევრ ბაქტერიასთან ბრძოლაში: სტაფილოკოკთან, სტრეპტოკოკთან, დიფტერიის და დიზენტერიის ჩხირებთან. კოსმეტოლოგიაში ალოეს ნიღბები ძალიან პოპულარულია.

აფთიაქებში იყიდება ალოეს პრეპარატები:

ალოეს წვენი. თხევადი სახით. გამოიყენება გადახვევებისას. მისი მიღებისას უმჯობესდება მომნელებელი სისტემის მუშაობა. გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებებისას, სავლების სახით.
ალოეს თხევადი ექსტრაქტი და ექსტრაქტი ინერციისათვის. გამოიყენება თვალების, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები დროს ინექციის სახით ან დასალევად.

ალოეს ლიმინენტი. ეს ალოეს წვენია ევკალიპტის ზეთთან ერთად. გამოიყენება გარეგანი დაზიანებებისას: დამწვრობა და ა.შ.

ალოეს კრემ-გელი. ეს არის ალოეს წვენის ნარევი მრავალძარღვის წვენთან, გვირილასთან და სხვა სამკურნალო მცენარეების წვენებთან. გამოიყენებენ ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად. ეს არის ანტიანთებითი, ანტისეპტიკური კრემი ნებისმიერი სახის კანისთვის.
ანემიის დროს გამოიყენება ალოეს სიროფი რკინის შემცველობით.

ალოეს წვენის მიღების წესი. ალოეს წვენის მისაღებად უნდა გამოვიყენოთ ალოე რომელიც არაა 3 წელზე ნაკლები ასაკის. უნდა მოვჭრათ მხოლოდ ქვედა ფოთლები. ფოთლების მოჭრამდე სასურველია მცენარე არ მოვრწყათ ერთი კვირის მანძილზე.
ალოეს ახლი წვენი გამოიყენება საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, 1 ჩაის კოვზი დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. იყენებენ ასევე გასტრიტის, დამწვრობების დროს.
ალოეს წვენის, თაფლის და წითელი ღვინოს ნარევი (1X1X1 შეფარდებით), რომელიც უნდა დავდგათ ერთი კვირის განმავლობაში თბილ, ბნელ ადგილას, მივიღოთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.

უკუჩვენებები. ალოეთი მკურნალობას აქვს თავისი უკუჩვენებები. პირველ რიგში ეს ეხება დაავადებებს, რომლებსაც ახლავს სისხლდენა. ის ეწინააღმდეგება ალოეთი მკურნალობის პროცესს. ასევე არ შეიძლება ალოეს მიღება თირკმელების და კუჭის მწვავე დაავადებების დროს.
ალოეს გარეგანი მოხმარებისას ერთადერთი უკუჩვენება შეიძლება იყოს ალერგია.

ნებისმიერ შემთხვევაში ალოეთი მკურნალობის დაწყების წინ ექიმთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია.

მსგავსი სიახლეები