რჩევები ნატურალური თაფლის გამოსაცნობად – 10 მეთოდი
15 / 11 / 2018

წარმოგიდგენთ ნატურალური თაფლის ამოსაცნობ 10 ეფექტურ მეთოდს:

  1. სიბლანტის შემოწმების მეთოდი.  ნატურალური თაფლი არ უნდა შეიცავდეს ხელოვნურად დამატებულ წყალს. იგი ბლანტი უნდა იყოს. გაათბეთ თაფლი დაახლოებით 20°C-მდე, შემდეგ ამოიღეთ შემთბარი თაფლი კოვზით და დაატრიალეთ კოვზი. თუ თაფლი ნორმალური კონსისტენციისა, იგი არ დაიღვრება კოვზიდან. შემდეგ დააკვირდით როგორ ჩაიღვრება თაფლი კოვზიდან ჭურჭელში – ნატურალური თაფლი ნელა უნდა ჩაიღვაროს და წარმოქმნას ბუშტუკები ზედაპირზე.
  2. გაზეთის საშუალებით შემოწმება. დაასხით ცოტაოდენი თაფლი გაზეთის ზედაპირზე. ნატურალური თაფლი გაზეთს დაწვეთებული არეალის ირგვლივ არ გავრცელდება და არ დაასველებს გაზეთის ზედაპირს. თუ თაფლი გავრცელდა გაზეთის ზედაპირზე, ე.ი. იგი შეიცავს წყალს.
  3. პურის საშუალებით შემოწმებამოათავსეთ პურის ნატეხი თაფლში 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ და დააკვირდით – თუ თაფლი წყალს შეიცავს, პური დასველდება და დარბილდება. ხოლო თუ თაფლი ნატურალურია, მაშინ პირიქით – პირი გამაგრდება-გახმება.
  4. იოდით შემოწმება. თაფლში სხვადასხვა მინარევების აღმოსაჩენად შეგიძლიათ გამოიყენოთ იოდი. ამისათვის საჭიროა თაფლის წყალში გახსნა და ერთი წვეთი იოდის ჩამატება ხსნარში. თუ ამის შემდეგ ხსნარი მიიღებს ლურჯ შეფერილობას, ესეიგი თაფლი ნატურალური არ არის და მასში შერეულია სახამებელი, ან ფქვილი.
  5. ძმრის ესენციით შემოწმების მეთოდი. ამ მეთოდით თაფლის შემოწმებისათვის საჭიროა თაფლის წყალხსნარის მომზადება.  წყალხსნარის დასამზადებლად უნდა გამოვიყენოთ თბილი წყალი. თუ ამ წესით მომზადებულ ხსნარს რამდენიმე წვეთი ძმრის ესენციის (ძმარმჟავას 70%-იანი წყალხსნარი) რამდენიმე წვეთს ჩავუმატებთ და შედეგად ხსნარი აშიშინდება, ესეიგი თაფლი ნატურლური არ არის და იგი შეიცავს კირს.
  6. შემოწმება ანტიბაქტერიული ფანქრით. მოამზადეთ თაფლის 5-10%-იანი წყალხსნარი და მოათავსეთ მასში ფანქარი. თუ ამის შემდეგ ხსნარის ფსკერზე გაჩნდება თეთრი ფერის ნალექი, ესეიგი თაფლში ჩამატებულია შაქარი.
  7. შემოწმება ქიმიური ფანქრითიმისათვის რომ განსაზღვროთ შეიცავს თუ არა თაფლი უცხო ქიმიურ მინარევებს, დააწვეთეთ იგი ფურცელზე და შეეხადეთ დაწეროთ რამე ქიმიური ფანქრით ფურცლის იმ მონაკვეთზე, სადაც თაფლია დაწვეთებული. თუ რამდენიმე წამის შემდეგ შეამჩნევთ ნაწერს ან მოლურჯო-იისფერ ლაქებს, ესეიგი თაფლში ჩამატებულია წყალი ან სიროფი.
  8. შემოწმება უჟანგავი ფოლადის მავრთულითამ მეთოდით თაფლის შემოწმებისათვის აიღეთ უჟანგავი ფოლადის მავრთული და გააცხელეთ იგი ცეცხლზე. (ამისათვის შესაძლებელია სანთებელას გამოყენება). შემდეგ ჩაუშვით გაცხელებული მავრთული თაფლში. თუ ამოღების შემდეგ მავრთულს ამოჰყვება წებოვანი/ბლანტი მასა, ესეიგი თაფლი ფალსიფიცირებულია. თუ თაფლი ნატურალურია, ამოღების შემდეგ  მავრთული სუფთა უნდა დარჩეს.    
  9. შემოწმება სპირტით.  გახსენით ერთი სუფრის კოვზი თაფლი ერთ ჩაის ჭიქა ცხელ წყალში, ნატურალური თაფლი მთლიანად გაიხსნება და არ წარმოქმნის ნალექს. თუ ამ ხსნარს ცოტაოდენ სპირტს დაუმატებთ  ხსნარი აიმღვრევა, ესეიგი თაფლში ჩამატებულია სახამებელი.
  10. შემოწმება ცეცხლით. თაფლის თხელი ფენა წაუსვით ფურცელს და წაუკიდეთ ცეცხლი და თუ თაფლი ნატურალურია, გაზეთის ის მონაკვეთი, რომელსაც თაფლია წასმული, არ დაიწვება.
მსგავსი სიახლეები